იუნკერებს სამხრეთაფრიკელი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

იუნკერებს სამხრეთაფრიკელი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

კიკეთის "იუნკერებს" დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონში სამხრეთაფრიკელი ჟუან დე კარვალიო გაწვრთნის. 

39 წლის სამხრეთაფრიკელმა აღნიშნულ პოსტზე გიორგი ზაბახიძე ჩაანაცვლა, რომლის ხელმძღვანელობითაც "იუნკერები" ისტორიაში პირველად გავიდა დიდი 10-ის პლეი-ოფში. ზაბახიძე თბილისის "არმიას" შეუერთდა. 

რაც შეეხება ჟუან დე კარვალიოს გამოცდილებას, მისი სამწვრთნელო კარიერა 2008 წლიდან იწყება. ის რვა სეზონის განმავლობაში კეიპ ტაუნში მუშაობდა, სადაც ჯერ სხვადასხვა სარაგბო სკოლების ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა, შემდეგ კი სარაგბო კლუბ "გუდვუდის" ჩაუდგა სათავეში. დე კარვალიომ 2016 წელს სამშობლოს დატოვება გადაწყვიტა და ევროპას მიაშურა, სადაც რამდენიმე განვითარებად სარაგბო ქვეყნებში მოასწრო მუშაობა. 

ის 2016 წელს პორტუგალიის რაგბის კავშირში დასაქმდა და 2016/2017 წლების სეზონში პორტუგალიის 14, 16 და 18 წლამდელთა ნაკრებების განვითარებაზე ზრუნავდა, ამავდროულად კი სარაგბო კლუბ "სანტარემის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ჟუანი 2017/2018 წლებში სარაგბო კლუბ "ლოუსას" ედგა სათავეში, რომელიც პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა. ის ამავე გუნდის აკადემიასაც ხელმძღვანელობდა და პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრების განვითარების და უნარების მწვრთნელი გახლდათ. 

ამის შემდეგ, დე კარვალიომ გერმანიაში გადაინაცვლა, სადაც რამდენიმე კლუბში და პოზიციაზე მოასწრო მუშაობა, მათ შორის ბუნდესლიგის კლუბ ჰანოვერის "ოდინის" მთავარი მწვრთნელი იყო. 2020/2021 წლების სეზონის დაწყებამდე მან ნიდერლანდებში გადაინაცვლა და სარაგბო კლუბ "გრონინგენს" შეუერთდა, ხოლო ბოლოს მცირე ხნით საკუთარ გამოცდილებას ლატვიელებსაც უზიარებდა. 

დე კარვალიოს "იუნკერების" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ივლისში გადაწყდა. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"
საქართველო - ფიჯი 15:15 (VIDEO)