ჩესლინ კოლბი ტულუზიდან კონკურენტ გუნდში მიდის?

ჩესლინ კოლბი ტულუზიდან კონკურენტ გუნდში მიდის?

მსოფლიოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა მორაგბემ ჩესლინ კოლბიმ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს და "ტულუზიდან" მის კონკურენტ გუნდში, "ტულონში" აღმოჩნდეს. ამის შესახებ, მთელი რიგი ფრანგული გამოცემები იუწყებიან. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კოლბის "ტულუზთან" მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, შესაძლოა, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი დაუყონებლივ დატოვოს და "ტულონში" გადავიდეს. როგორც იწერება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ შეთანხმდება შედგა, კოლბი ხმელთაშუა ზღვისპირელებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვარსკვლავი "ტულუზში" 2017 წელს "სტორმერსიდან" გადავიდა და 82 მატჩში 31 ლელოს გატანა მოახერხა.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)