რაგბი ჩემპიონშიპის დარჩენილი ნაწილის ჩატარების ადგილი ცნობილია

რაგბი ჩემპიონშიპის დარჩენილი ნაწილის ჩატარების ადგილი ცნობილია

2021 წლის რაგბი ჩემპიონშიპის დარჩენილი ნაწილი ავსტრალიაში გაიმართება.

როგორც გაუწყეთ, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, რის შემდეგაც ამ ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლა გაუქმდა და კვლავ 14-დღიანი კარანტინი ამოქმედდა, რის შემდეგაც პერთში 28 აგვისტოს გასამართი მატჩის გაუქმების შესახებ დაიწერა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაგბი ჩემპიონშიპის დარჩენილი ყველა მატჩი ავსტრალიაში გაიმართება. ტურნირზე მოასპარეზე ოთხივე ქვეყნის კავშირმა ბევრი იმსჯელა, თუ რა იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, განიხილებოდა ისიც, რომ მატჩები ევროპაში გამართულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ 4 ერის დარჩენილ მატჩებს ავსტრალია უმასპინძლებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)