სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.
ამჯერად, დიდი 10-ის დებიუტანტის სტეფანწმინდის "ყაზბეგის" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. მოხევეებმა "შავი ლომიდან" დავით გიგაური, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე და გიორგი ხუროშვილი გაიფორმეს, რომლებიც თავისუფალ პერიოდში ელიტის ახალწვეულებს დაეხმარებიან. მათ გარდა, "ყაზბეგმა" კიდევ რამდენიმე საინტერესო მორაგბე გაიფორმა და ასევე ჰყავთ ისეთი გამოცდილი მორაგბეები, როგორებიც მერაბ კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი არიან, რომელთაც სტეფანწმინდელების დიდ 10-ში აღზევებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.
"ყაზბეგის" ტრანსფერები:
მოვიდნენ: ლევან გომიაშვილი (ბურჯი, "იუნკერები), გიორგი ღლონტი (კვაჭი, "აია"), არსენ ტრაპაიძე (მეორე ხაზი, "იუნკერები"), ლუკა დვალიშვილი (ჰავბექი, "არმაზი"), ბექა გავაშელიშვილი (მგეზავი/შუამარბი, "ლელო სარასენსი"), ნიკოლოზ გიგაური (ფრთა, "არმაზი"), გიორგი ხუროშვილი (კვაჭი, "შავი ლომი"), დავით გიგაური (მეორე ხაზი, "შავი ლომი"), აკაკი ტაბუცაძე (ფრთა, "შავი ლომი"), დემურ თაფლაძე (შუამარბი/ფრთა, "შავი ლომი");
წავიდნენ: ოთარ კილასონია (კვაჭი), ბექა ბერსენაძე (მესამე ხაზი), რეზო ქოქოლაძე (ბურჯი), გიორგი ასათიანი (მგეზავი/ფულბექი), ლადო ქიზიყურაშვილი (მოთამაშე-მწვრთნელი), ჯონი ხეცურიანი (მგეზავი).
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.