სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.
ამჯერად, საქართველოს 10-გზის ჩემპიონის თბილისის "ლოკომოტივის" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. "რკინიგზელები" გაძლიერდნენ "შავი ლომიდან", საიდანაც სამი მორაგბე შეიყვანეს განაცხადში და ისინი თავისუფალ დროს დიდ 10-ში დაეხმარებიან - "ლელო სარასენსის" ყოფილი ფრთა ოთარ ლაშხი და ქუთაისის "აიას" ყოფილი მორაგბეები, მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი და ბურჯი ნიკა პატარაია. ასევე აღსანიშნავია "იუნკერების" და საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილი კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის და ვეტერანი "ბორჯღალოსანის" ბიძინა სამხარაძის დამატება.
წამსვლელთაგან კი რასაკვირველია გამოსაყოფია ვეტერანი გიორგი შკინინის წასვლა, რომელიც პირველი ლიგის "ტაოში" მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.
ლოკომოტივის ტრანსფერები:
მოვიდნენ: მოსულიშვილი გიორგი (იჯარა დაუსრულდა, "იუნკერები"), დავით აბაშიძე ("ვეფხვები") დავით თედელური ("წიქარა"), რამაზ ბენდელიანი, ლაშა შერგელაშვილი (იჯარა დაუსრულდათ, "ბორჯომი"), შალვა დიდებულიძე ("არმია"), რამაზ ხარაზიშვილი, რეზი ხარაზიშვილი (ორივე "იუნკერები") გიორგი ჭურაძე ("ჯიქი"), ლაშა ნადირაძე ("ჯიქი"), რამაზ ხარაზიშვილი ("იუნკერები"), ბიძინა სამხარაძე ("ვეფხვები") რეზი ხარაზიშვილი ("იუნკერები"), ბებიაშვილი ბექა (რუსთავი), ნიკა პატარაია, ოთარ ლაშხი, ნოდარ ჭეიშვილი (სამივე "შავი ლომი");
წავიდნენ: გიორგი ჩხარტიშვილი ("ბათუმი"), გიორგი შკინინი, გიორგი ტალახაძე (ორივე "ტაო"), გიორგი ბებიაშვილი (შვედეთის ჩემპიონატი), გიორგი აფციაური (რუსეთის ჩემპიონატი), ირაკლი მარშანია ("ყოჩები"), მირიან ქარჩხაძე, რატი ასათიანი - (ორივე "ბაგრატი"), გიორგი ნეფარიძე ("ბორჯომი").
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.