ყაზბეგმა შავი ლომიდან საქართველოს ნაკრების სამი მორაგბე დაიმატა

ყაზბეგმა შავი ლომიდან საქართველოს ნაკრების სამი მორაგბე დაიმატა

დიდი 10-ის დებიუტანტმა სტეფანწმინდის "ყაზბეგმა" პირველი ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" რიგებიდან საქართველოს ნაკრების სამი მორაგბე დაიმატა. 

როგორც მოგეხსენებათ, რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დიდი 10-ის ან პირველი ლიგის თითოეულ კლუბს შეეძლება, რომ "შავი ლომის" რიგებიდან შეძლოს არაუმეტეს ოთხი მორაგბის განაცხადში შეყვანა შიდა პირველობისთვის და ეს მორაგბეები ცარიელი ფანჯრის პერიოდში თავიანთ კლუბებს დაეხმარებიან. 

"ყაზბეგმა" 2021/2022 წლების სეზონის დიდი 10-ის განაცხადში "შავი ლომიდან" მეორეხაზელი დავით გიგაური (12 კეპი), შუამარბი დემურ თაფლაძე (10 კეპი) და ფრთა აკაკი ტაბუცაძე (13 კეპი) შეიყვანა. გიგაური გასულ სეზონში ფრანგული "ტარბის" რიგებში თამაშობდა, ხოლო ტაბუცაძე და თაფლაძე "ლელო სარასენსში" ირჯებოდნენ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)