საბა ყაულაშვილი კარიერას ფედერალ 1-ში განაგრძობს

საბა ყაულაშვილი კარიერას ფედერალ 1-ში განაგრძობს

ახალგაზრდა ქართველი ბურჯი საბა ყაულაშვილი კარიერას "პერიგოში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ცნობილი სარაგბო გამოცემა Allrugby.Com და ასევე "პერიგოს" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იუწყებიან.

21 წლის პირველხაზელი 2018-2021 წლებში "ბორდოს" ესპუარებში ირჯებოდა. მან ჟირონდული კლუბი გასული სეზონის ბოლოს დატოვა და ფედერალ 1-ის კლუბს მიაშურა. 

"პერიგო" ქართველი მორაგბეებისთვის უცხო კლუბი ნამდვილად არ გახლავთ. სხვადასხვა პერიოდში ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ ვეტერანი "ბორჯღალოსნები": დავით დადუნაშვილი (2009-2012), ალექსანდრე მარგველაშვილი (2009-2012) და თედო ზიბზიბაძე (2006-2015).

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)