4 ერი: სამხრეთ აფრიკამ არგენტინა მეორე მატჩშიც უშანსოდ დაამარცხა (VIDEO)

4 ერი: სამხრეთ აფრიკამ არგენტინა მეორე მატჩშიც უშანსოდ დაამარცხა (VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის მეორე ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები პორტ-ელიზაბეთში არგენტინას შეერკინა და უშანსოდ 29:10 დაამარცხა.

პირველი ტაიმი 15:3 დასრულდა. ანდრე პოლარდმა ხუთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რასაც დომინგო მიოტიმ ერთი ჯარიმით უპასუხა. მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში კი "პუმები" მაკაზოლე მაპიმპიმ და მალკოლმ მარქსმა დაალელოვეს, გარდასახვები კი პოლარდმა გაიტანა. არგენტინელებმა პრესტიჟის ლელო გაწითლებულ დროში გაიტანეს - თავის გამოჩენა პაბლო მატერამ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკამ ერთი კვირის წინ არგენტინას 32:12 სძლია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)