სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.
ამჯერად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ქუთაისის "აიას" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. ქუთაისელებმა ექვსი მორაგბე დაიმატეს და ამდენივე მოთამაშეს შეელივნენ. ყველაზე მეტად აღსანიშნი 23 წლის მესამეხაზელის გიორგი კურტანიძის ტრანსფერია, რომელიც გასულ სეზონში "იუნკერების" ღირსებას იცავდა და დიდ 10-ში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
ასევე ცნობილია, რომ წლევანდელ სეზონში "აიას" კაპიტანი ბურჯი პეტრე ჯინჭარაძე იქნება.
"აიას" ტრანსფერები:
მოვიდნენ: გიორგი კურტანიძე (მესამე ხაზი, "იუნკერები"), ლუკა გელაშვილი (მეორე ხაზი, "ჯიქი"), ბებუნი კუხიანიძე (მეორე ხაზი, "არესი"), ბონდო აბაშიძე (მგეზავი, "არესი"), ცოტნე კვესელავა (შუამარბი/ფულბექი, "ბაგრატი"), კონსტანტინე ნახუცრიშვილი (მესამე ხაზი, "თელავი");
წავიდნენ: ნოდარ ჭეიშვილი, თორნიკე აქუბარდია, ნიკა პატარაია ("შავი ლომი"), სანდრო მამამთავრიშვილი ("შავი ლომი"/"ლელო სარასენსი"), ზურაბ ძნელაძე ("ბათუმი"), ლაშა გოგიაშვილი ("ხარები")
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.