სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"ლელო სარასენსმა" პირველი ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" რიგებიდან ოთხი მორაგბე დაიმატა.
როგორც მოგეხსენებათ, რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დიდი 10-ის ან პირველი ლიგის თითოეულ კლუბს შეეძლება, რომ "შავი ლომის" რიგებიდან შეძლოს არაუმეტეს ოთხი მორაგბის განაცხადში შეყვანა შიდა პირველობისთვის და ეს მორაგბეები ცარიელი ფანჯრის პერიოდში თავიანთ კლუბებს დაეხმარებიან.
"ლელო სარასენსმა" 2021/2022 წლების სეზონის დიდი 10-ის განაცხადში "შავი ლომიდან" კვაჭი თენგიზ ზამთარაძე, ბურჯი გიორგი პერტაია, ცხრა ნომერი თენგიზ პერანიძე და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი დაიმატა. აღსანიშნავია, რომ პერტაია, ზამთარაძე და პერანიძე აქამდე სწორედ "ლელო სარასენსის" ღირსებას იცავდნენ, ხოლო მამამთავრიშვილი ასევე მათი აღზრდილია, თუმცა მან ბოლო სეზონი ქუთაისის "აიაში" გაატარა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.