აკადემიამ შავი ლომის რიგებიდან ოთხი მორაგბე დაიმატა

აკადემიამ შავი ლომის რიგებიდან ოთხი მორაგბე დაიმატა

დიდი 10-ის გასული სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელმა თბილისის "აკადემიამ", პირველი ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" რიგებიდან ოთხი მორაგბე დაიმატა.

როგორც მოგეხსენებათ, რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დიდი 10-ის ან პირველი ლიგის თითოეულ კლუბს შეეძლება, რომ "შავი ლომის" რიგებიდან შეძლოს არაუმეტეს ოთხი მორაგბის განაცხადში შეყვანა შიდა პირველობისთვის და ეს მორაგბეები ცარიელი ფანჯრის პერიოდში თავიანთ კლუბებს დაეხმარებიან. 

"აკადემიამ" 2021/2022 წლების სეზონის დიდი 10-ის განაცხადში "შავი ლომიდან" ბურჯი გოგა ქადარია, მესამეხაზელი ნიკო აფციაური, მგეზავი დავით მოძღვრიშვილი და ფულბექი სოსო მათიაშვილი შეიყვანა. მოძღვრიშვილი და მათიაშვილი გასულ სეზონში "აკადემიას" ღირსებას იცავდნენ, ქადარია "ბათუმში" ირჯებოდა, ხოლო აფციაური რუსულ "კრასნი იარში" ასპარეზობდა. 

გარდა ამისა, "აკადემიამ" გორის "ჯიქიდან" ბურჯი ბერდია გიგაშვილი დაიმატა და დაიბრუნა ფულბექი ერეკლე თათარაშვილი, რომელიც გასულ სეზონში ასევე "ჯიქში" იყო განათხოვრებული. "მხატვრების" რიგები დატოვეს გუჯუ ალავიძემ, საბა სვიმონიშვილმა, საბა ფესვიანიძემ და მამუკა მსტოიანმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)