პატარძეულის ვეფხვები 11 მორაგბემ დატოვა

პატარძეულის ვეფხვები 11 მორაგბემ დატოვა

პატარძეულის "ვეფხვები" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 11 მორაგბემ დატოვა. 

2021/2022 წლების სეზონში "ვეფხვების" რიგებში აღარ ითამაშებენ: კვაჭი ივანე გელაშვილი ("იუნკერები"), ფრთა ალექს ტუჩაშვილი (ოზურგეთის "არწივები"), მეორე/მესამეხაზელი ბექა არველაძე ("ხვამლი"), ბურჯი ლალე სურამელი ("ხვამლი"), მესამეხაზელი ბექა ჭაჭუა ("იუნკერები"), ჰავბექი ბიძინა სამხარაძე ("ლოკომოტივი"), მესამეხაზელი გიორგი მექვაბიშვილი ("არმია"), ბურჯი დავით აბაშიძე ("ლოკომოტივი"), კვაჭი ლევან ჭავჭავაძე ("ხარები"), მგეზავი ნიკა ბეჟუაშვილი ("რუსთავი") და შუამარბი ნიკა დიღმელაშვილი ("ბორჯომი").

"ვეფხვებმა" გუნდიდან წასულ მორაგბეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო კარიერაში წარმატებები უსურვა. შეგახსენებთ, რომ პატარძეულელები მოახლოებულ სეზონს პირველ ლიგაში გაატარებენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)