სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ქუთაისის "აიამ" დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის განაცხადში "შავი ლომის" რიგებიდან ოთხი მორაგბე შეიყვანა. ეს მოთამაშეები არიან: მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი, მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი, შუამარბი ლაშა ლომიძე და ფრთა მირიან მოდებაძე.
როგორც მოგეხსენებათ, რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დიდი 10-ის ან პირველი ლიგის თითოეულ კლუბს შეეძლება, რომ "შავი ლომის" რიგებიდან შეძლოს არაუმეტეს ოთხი მორაგბის განაცხადში შეყვანა შიდა პირველობისთვის და ეს მორაგბეები ცარიელი ფანჯრის პერიოდში თავიანთ კლუბებს დაეხმარებიან.
გასული სეზონის შემადგენლობის მიხედვით, "აიადან" "შავი ლომის" რიგებში რვა მორაგბე იქნა მიწვეული. წესების თანახმად, ქუთაისელებმა ოთხი მორაგბე კვლავ დაიტოვეს განაცხადში, ხოლო ბურჯი ნიკა პატარაია, მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი და მესამეხაზელები სანდრო მამამთავრიშვილი და თორნიკე აქუბარდია "აიას" რიგებში აღარ გაირჯებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.