სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

თბილისის "აკადემია" სანქტ-პეტერბურგში გასამართ 7-კაცას ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას - აღნიშნულ ინფორმაციას "რაგბი ევროპის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ტურნირი 4-5 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილებას, რომელთაგან ერთ-ერთი "აკადემია" გახლავთ. სხვა მონაწილე გუნდები არიან: "პოზნანი" (პოლონეთი), ბალტრექსი ("ლიეტუვა"), "მიესნიეკი" (ლატვია), "ვვა-პადმასკოვიე" (რუსეთი), "დუკლა" (ჩეხეთი), "გრან მილან - კუს მილანო რაგბი" (იტალია), "ზასტავა" (რუსეთი), "ჟენევა" (შვეიცარია), "ბერა-ბერა ერტი" (ესპანეთი) და "სევენტიე" (საფრანგეთი). კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ანალოგიური ტურნირი ქალთა რაგბიშიც გაიმართება, სადაც 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ქართული გუნდი წარდგენილი არ იქნება.
გარდა ამისა, 11-12 სექტემბერს მოსკოვში ქვიშის რაგბის ტურნირის ფინალური ეტაპის გაიმართება, როგორც კაცთა, ასევე ქალთა დონეზე. როგორც "რაგბი ევროპის" ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, კაცთა ტურნირზე საქართველო და იტალია მიიღებენ მონაწილებას.
ასევე იხილეთ:
"ჩემი მიზანია მოვიძიო ფინანსები და კლუბს წინსვლაში დავეხმარო" - ინტერვიუ აკადემიის ახალ პრეზიდენტთან
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.