სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს "თბილისი მერიოტში" გამართულ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე ახალი გამგეობა აირჩიეს.
ყრილობას 39 კლუბის (41-იდან) წარმომადგენელი დაესწრო (72 ხმა, 74-იდან). ახალი წესდების დამტკიცებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა - ერთმა დელეგატმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
მას შემდეგ, რაც ძველ გამგეობას უფლებამოსილება შეუწყდა, იოსებ ტყემალაძემ დამსწრეებს გამგეობის წევრობის ხუთი ახალი კანდიდატი წარუდგინა - მამუკა გორგოძე, ზვიად თავართქილაძე, გიორგი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე და აკაკი დავითულიანი, ასევე აჭარის რეგიონის საერთო კანდიდატი გელა ქობულაძე. ტყემალაძემ ასევე წარადგინა კლუბების მიერ დასახელებული ხუთი კანდიდატი – მერაბ ანთაძე, გიორგი ქერაშვილი, ალექსანდრე ხვედელიძე, კობა გიორგაძე და დავით კაჭარავა. 11-ივე კანდიდატს საერთო კრებაზე გამოცხადებულმა დელეგატებმა ნდობა გამოუცხადეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.