სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რაგბი ჩემპიონშიპის პირველ ტურში გადახალისებული შემადგენლობით მყოფი სამხრეთ აფრიკის ნაკრები პორტ-ელიზაბეთში არგენტინას დაუხვდა და ბონუსით 32:12 სძლია.
პირველი ნახევარი 21:9 დასრულდა. ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო მიითვალა კობუს რეინახმა, მეორე ლელო კი აფალელე ფასის ასევე საკმაოდ ეფექტური გამოუვიდა. ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა ელტონ იანტისმა შეასრულა ზუსტად. არგენტინელთაგან სამი ჯარიმა ნიკოლას სანჩესმა გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სანჩესმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ამით სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ "პუმებმა" აქტივს ვეღარაფერი შემატეს. მასპინძელთაგან კი იანტისმა კიდევ ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო 79-ე წუთზე დებიუტანტმა ჰავბექმა იადენ ჰენდრიკსემ ბონუსის მომტანი ლელო დადო. გაწითლებულ დროში "პუმებს" პრესტიჟის ლელოს გატანა შეეძლოთ, თუმცა ლელოს ხაზთან მატიას ალემანოს ბურთი წინ გადაუვარდა და სამხრეთ აფრიკამ იმ ანგარიშით იმარჯვა, რომლითაც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში ინგლისი დაამარცხა.
21 აგვისტოს ეს გუნდები ერთმანეთს კვლავ პორტ-ელიზაბეთში ეთამაშებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.