მოსამზადებელი ეტაპის პირველ მატჩში სტად ფრანსემ ბრივი დაამარცხა

მოსამზადებელი ეტაპის პირველ მატჩში სტად ფრანსემ ბრივი დაამარცხა

ტოპ 14-ის სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის პირველ მატჩში ტიულეში ერთმანეთს "ბრივი" და "სტად ფრანსე" დაუპირისპირდნენ. 

თამაშში მხოლოდ 22 ქულა გავიდა და "სტად ფრანსეს" გამარჯვებით 12:10 დასრულდა. 

ჩვენთვის უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ მატჩში სამმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. "ბრივის" ძირითად შემადგენლობაში კვაჭი ვანო კარკაძე და მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი იყვნენ, ხოლო პარიზელთა სასტარტო თხუთმეტეულში ვასილ კაკოვინმა იასპარეზა. 

ამ მატჩის გარდა, სხვა ფრანგულმა კლუბებმაც გამართეს ამხანაგური მატჩები, რომლებშიც ქართველმა მორაგბეებმაც იასპარეზეს და ამის შესახებაც გაგაცნობთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)