სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"ანგულემი" და სხვა ფრანგული გუნდები სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ფაზაზე გადადიან და გასახურებელ მატჩებს იწყებენ. შარანტელთა რიგებში 2021/2022 წლების სეზონში 5 ქართველი მორაგბე იასპარეზებს. 37 წლის მეორე/მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი პრო დ2-დან ნასიონალში დაქვეითებულ "ანგულემში" მეშვიდე სეზონს იწყებს, ხოლო ბურჯები შოთა გოგისვანიძე და ომარ ოდიშვილი, მეორეხაზელი საბა ფესვიანიძე და მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე დებიუტანტები არიან.
13 აგვისტოს თბილისის დროით 22 საათზე "ანგულემი" პირველ გასახურებელ შეხვედრას გამართავს. შარანტელები ტოპ 14-დან პრო დ2-ში გავარდნილ "ბაიონს" ესტუმრებიან. "ანგულემის" ძირითად შემადგენლობაში სამ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ და აქედან ორს დებიუტი ექნება. მარჯვენა ბურჯი შოთა გოგისვანიძე და მხტომელი საბა ფესვიანიძე შარანტელთა რიგებში პირველად ითამაშებენ. 20 წლის ფესვიანიძის გვერდით კი, გამოცდილი შალვა სუთიაშვილი იასპარეზებს.
ნასიონალი 5 სექტემბერს დაიწყება და "ანგულემი" პირველ ტურში გასვლაზე "ტარბის" ეთამაშება.![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.