სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

კარგი ამბავი საფრანგეთიდან - საქართველოს ნაკრების და "ბრივის" მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე შვიდთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება.
კიდევ უფრო საინტერესოა, რომ გიორგაძის დაბრუნება 7-კაცა რაგბიში მოხდება. 14 აგვისტოს სტარტს აიღებს საფრანგეთის 2021/2022 წლების სეზონის "სუპერსევენსი", რომელში მონაწილეობასაც 16 გუნდი მიიღებს და ერთ-ერთი მათგანი "ბრივი" გახლავთ.
პირველი ეტაპი 14 აგვისტოს პროვანსში გაიმართება, მეორე ეტაპი ტულუზში 21 აგვისტოს შედგება, ხოლო მესამე ეტაპი 28 აგვისტოს ლა როშელში ჩატარდება. ფინალურ ეტაპზე კი 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და 13 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ეტაპისთვის "ბრივმა" 15-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. მწვრთნელებმა ფილიპ კარნაბომ და სებასტიან ბონემ 15-კაცას ძირითადი გუნდიდან სამ მორაგბეს უხმეს - პიერ ტურნებიზის, ოთარ გიორგაძეს და რეტიფ მარესს. გიორგაძემ მუხლის ტრავმა 3 იანვარს "სტად ფრანსესთან" მატჩში მიიღო და 23 იანვარს კლერმონში დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ამ დრომდე სარეაბილიტაციო ეტაპს გადიოდა.
"ბრიველთა" განაცხადი:
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.