ორი ქართველი სტად ფრანსეს წინააღმდეგ - ბრივი 13 აგვისტოს პირველ მოსამზადებელ მატჩს გამართავს

ორი ქართველი სტად ფრანსეს წინააღმდეგ - ბრივი 13 აგვისტოს პირველ მოსამზადებელ მატჩს გამართავს

"ბრივი" და სხვა ფრანგული გუნდები სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ფაზაზე გადადიან და გასახურებელ მატჩებს იწყებენ. ბრიველთა რიგებში 2021/2022 წლების სეზონში 6 ქართველი მორაგბე იასპარეზებს, შერკინების მწვრთნელი კი ვეტერანი ბორჯღალოსანი გოდერძი შველიძე იქნება.

პრე-სეზონის პირველ მატჩში "ბრივი" 13 აგვისტოს ტიულეში "სტად ფრანსეს" ეთამაშება. ცნობილია ბრიველთა სასტარტო შემადგენლობა და პარიზელებთან მატჩში ორ ქართველ მორაგბეს ვიხილავთ - კვაჭი ვანო კარკაძე და მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან. თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე და ლუკა ჯაფარიძე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებოდნენ, "ბრივის" შეკრებას მოგვიანებით შეუერთდნენ და გასახურებელ მატჩებშიც შემდგომ ჩაერთვებიან, ხოლო ოთარ გიორგაძის შესახებ, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა, ცალკე მოგახსენებთ.

შეგახსენებთ, რომ ტოპ 14 სტარტს 4 სექტემბერს აიღებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)