აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა რაგბი ჩემპიონშიპის პირველი მატჩისთვის, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონი არგენტინას უმასპინძლებს, შემადგენლობა დაასახელა.
"სპრინგბოკსის" სასტარტო თხუთმეტეულში ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან გადამწყვეტი მატჩის შემდეგ, ათი ცვლილება განხორციელდა - ოთხი შერკინებაში და ერთი უკანახაზში. ძირითადში ადგილი ებენ ეთზებეტმა, ლუდ დე იახერმა, სია კოლისიმ, იასპერ ვიზემ და კობუს რეინახმა შეინარჩუნეს. მსოფლიო ჩემპიონის კვართს პირველად მოირგებს "ბორდოს" კვაჭი ჯოზეფ დვება, მეორე კეპს მოიხვეჭს აფალელე ფასი, ხოლო იასპერ ვიზე მეოთხედ ითამაშებს. თადარიგშია "ლომებთან" მატჩის გმირი, 37 წლის მორნე სტეინი.
აფრიკელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. დამიან უილემსე, 14. სბუ ნკოსი, 13. ჯესი კრილი, 12. ფრანს სტეინი, 11. აფალელე ფასი, 10. ელტონ იანტისი, 9. კობუს რეინახი;
შერკინება
1. ოქს ნჩე, 2. ჯოზეფ დვება, 3. ვილკო ლოუ, 4. ებენ ეთზებეტი, 5. ლუდ დე იახერი, 6. სია კოლისი (კაპიტანი), 7. კვაგა სმიტი, 8. იასპერ ვიზე;
მარქაფა
16. მალკოლმ მარქსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. ვინსენტ კოხი, 19. მარვინ ორიე, 20. მარკო ვან სტადენი, 21. დენ დუ პრია, 22. ჰერშელ იანტისი, 23. მორნე სტეინი.
სამხრეთ აფრიკის და არგენტინის ნაკრებების მატჩი 14 აგვისტოს პორტ-ელიზაბეთში, ნელსონ მანდელას სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 19:05 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.
საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ფიჯისთან ფრით დაასრულა.