სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დიდი ალბათობით 2021 წელს ვეღარ ითამაშებს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დიდი ალბათობით 2021 წელს ვეღარ ითამაშებს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების და "სტორმერსის" ერთ-ერთი ლიდერი პიტერ-სტეფ დუ ტოი უდიდესი ალბათობით 2021 წელს თამაშს ვეღარ შეძლებს.

28 წლის მორკინალმა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან მატჩში მხარი დაიზიანა და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დუ ტოის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და მას დაზიანებულ მხარზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. "სპრინგბოკსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა რეაბილიტაციისთვის საჭირო პერიოდის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა როგორც იწერება, პიტერ-სტეფს სავარაუდოდ 6 თვე გაუცდება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ვერც ნაკრებს და ვერც კლუბს ვეღარ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ დუ ტოი 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. მას სამხრეთ აფრიკის ნაკრების კვართით 58-ჯერ უთამაშია და 5 ლელოს გატანა მოახერხა. მან 2019 წლის მსოფლიო თასის მოგებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)