საქართველოს ნაკრების ექიმმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ექიმმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ექიმმა ნუცა შამათავამ რაგბის კავშირთან "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 

შამათავას თქმით, ლევან მაისაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება, თუმცა რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლია. "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის მკურნალობის პროცესში პირველივე დღეებიდან არიან ჩართულნი სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი და საქართველოს ელჩი ბექა დვალი.

 
შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. 16 ივლისს საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ლევანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და მას ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. ბოლოს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისაშვილს მკურნალობის პერიოდში სეფსისი განუვითარდა, მაგრამ ექიმებმა ანტიბიოტიკების საშუალებით შეძლეს მისი შეჩერება.

გუშინ მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"