სალომე ზურაბიშვილი: "ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა"

სალომე ზურაბიშვილი: "ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა. 

ზურაბიშვილის თქმით, მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. 

ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში - Milpark hospitals . ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარნატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ. 

ვუსურვოთ გამოჯანმრთელება", -
წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. 16 ივლისს საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ლევანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და მას ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. ბოლოს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისაშვილს მკურნალობის პერიოდში სეფსისი განუვითარდა, მაგრამ ექიმებმა ანტიბიოტიკების საშუალებით შეძლეს მისი შეჩერება.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"