სამი ქართული ლელო - პენზას ლოკომოტივმა როსტოვს 101 ქულა გაუტანა (VIDEO)

სამი ქართული ლელო - პენზას ლოკომოტივმა როსტოვს 101 ქულა გაუტანა (VIDEO)

რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურში პენზას "ლოკომოტივი" შინ "როსტოვს" დაუხვდა და 101:13 გაანადგურა.

პენზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ხოლო მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე თამაშში შეცვლიდან ჩაერთვნენ. "რკინგიზელთა" 15 ლელოდან სამი ქართველების ანგარიშზეა - დუბლი გაიფორმა გიორგი ჭყოიძემ, რომელმაც მეტოქე 27-ე და 34-ე წუთებზე მოლიდან დაალელოვა, ხოლო პენზელთა მხრიდან უკანასკნელი ლელო 73-ე წუთზე ნიკოლოზ ცირეკიძემ მიითვალა. 

"ლოკომოტივი" სამი ტურის შემდეგ 11 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)