37 წლის მორნე სტეინმა სამხრეთ აფრიკას ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სერია 78-ე წუთზე მოაგებინა (VIDEO)

37 წლის მორნე სტეინმა სამხრეთ აფრიკას ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სერია 78-ე წუთზე მოაგებინა (VIDEO)

სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამმატჩიანი სერიის გადამწყვეტ მატჩში ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს კეიპ ტაუნში დაუხვდა და უაღრესად დაძაბულ მატჩში 19:16 იმარჯვა.

ტაიმი 6:10 დასრულდა. აფრიკელთაგან ორი ჯარიმა ანდრე პოლარდმა გაიტანა, ხოლო "ლომების" მხრიდან ლელო მოლიდან კენ ოუენსმა შეიტანა, თითო გარდასახვა და ჯარიმა კი ფინ რასელმა შეასრულა ზუსტად. მეორე ნახევარში აფრიკელები ჩესლინ კოლბიმ გაიყვანა წინ, რომელმაც ჩვეულ სტილში ორი მოწინააღმდეგე გააბითურა და ჩინებული ინდივიდუალური ლელო გაიფორმა, პოლარდმა კი გარდასახვა გაიტანა.

ამის შემდეგ, აფრიკელთაგან შეცვლაზე შესულმა 37 წლის მორნე სტეინმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო "ლომების" მხრიდან რასელმა ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და 77-ე წუთისთვის ანგარიში ფრე 16:16 იყო და დიდი შანსი იყო, რომ 2017 წლის ახალზელანდიური ტურნეს მსგავსად, "ლომებს" ეს ტურნეც ყაიმით დაესრულებინათ, მაგრამ სტუმრები მოედნის ცენტრში ჯარიმდნენ, ჯარიმა კი მორნე სტეინმა სამ ქულად აქცია და 2009 წლის მსგავსად, "ლომებთან" კვლავ ის გახდა გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი ქულების ავტორი. 

ამრიგად, მსოფლიო თასის მოგების შემდეგ, "სპრინგბოკსმა" კიდევ ერთი უდიდესი ტურნირის მოგება მოახერხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ მომენტისთვის საუკეთესო გუნდია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)