ჩუმაშვილის ლელო მოქმედ ჩემპიონთან და სლავას პირველი მარცხი (VIDEO)

ჩუმაშვილის ლელო მოქმედ ჩემპიონთან და სლავას პირველი მარცხი (VIDEO)

რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ლევან ცაბაძის გაწვრთნილი მოსკოვის "სლავა" შინ მოქმედ ჩემპიონ "ენისეის" დამარცხდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია - 22:33. 

"სლავას" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ფულბექი ირაკლი სვანიძე, რომელმაც 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მარჯვენა ბურჯი ნიკა ჩუმაშვილი მარქაფში გახლდათ. ის თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო და 70-ე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამოდგა. პირველი ნახევარი 3:19 დასრულდა. მეორე ნახევარში კი მოსკოველებმა ლელოებით 3:2 იმარჯვეს და სხვაობის შემცირება მოახერხეს, თუმცა ქულის ასაღებად ეს საკმარისი არ გამოდგა.

"ენისეი", რომელიც ჯერჯერობით ქართველების გარეშე ასპარეზობს, ტურნირს 14 ქულით ლიდერობს, ხოლო "სლავა" 9 ქულით მესამე ადგილს იკავებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)