სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პირველი ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" რიგებს კიდევ ორი მორაგბე შეემატა - "ყოჩების" მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე და "არმაზის" ღერძი ლუკა მატკავა. აღნიშნულ ინფორმაციას "შავი ლომის" ოფიციალური ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები ავრცელებენ.
როგორც მოგეხსენებათ, პირველი ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" შექმნა ოფიციალურად 7 ივლისს დადასტურდა. ცნობილია 34 კაციანი შემადგენლობაც, რომელიც რაგბის კავშირის მიერ იქნება დაკონტრაქტებული და ახლა მას ზემოხსენებული ორი მორაგბეც დაემატა. ის სექტემბრიდან ახალ ტურნირზე "რაგბი ევროპის სუპერ თასზე" მიიღებს მონაწილეობას, რომელიც "მსოფლიო რაგბიმ" და "რაგბი ევროპამ" ერთობლივად შექმნეს.
"რაგბი ევროპის სუპერ თასის" სადებიუტო სეზონში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას — 2 კლუბი და 6 ფრენჩაიზი, რომლებიც ორ ოთხგუნდიან დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში გადანაწილდებიან.
დასავლეთ კონფერენციაში "კასტილია და ლეონი იბერიანსი" (ესპანეთი), "ბრიუსელ დევილსი" (ბელგია), "დელტა" (ნიდერლანდები) და "ლუზიტანოს XV" (პორტუგალია) ითამაშებენ, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში, მას შემდეგ, რაც გერმანიამ და რუმინეთმა წლევანდელ სეზონში თამაშზე უარი თქვეს, ორი რუსული კლუბი "ენისეი" და პენზას "ლოკომოტივი", ებრაული "თელ-ავივ ჰითი" და პირველი ქართული ფრენჩაიზი "ბლექ ლაიონსი" ითამაშებენ.
ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ შინ და გასვლაზე ითამაშებენ. თითოეული კონფერენციის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავლენ.
ჯგუფური ეტაპის მატჩები სექტემბერ-დეკემბერში გაიმართება (18-19 და 25-26 სექტემბერი, 23-24 და 30-31 ოქტომბერი და 4-5 და 11-12 დეკემბერი), ნახევარფინალები აპრილში შედგება, ხოლო ფინალი 2022 წლის მაისში გაიმართება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.