"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე ლიონს შეუერთდნენ

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე ლიონს შეუერთდნენ

ქართველი ახალწვეულები დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე "ლიონს" შეუერთდნენ და ახალ კლუბთან ერთად მომდევნო სეზონისთვის მზადება დაიწყეს. 

"ლიონი" ტოპ 14-ის 2021/2022 წლების სეზონისთვის დაახლოებით ერთი თვეა ემზადება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ფულბექი და მესამეხაზელი საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, შემდეგ კი მცირე შვებულება ჰქონდათ, ფრანგულ კლუბს მოგვიანებით შეუერთდნენ. 

"ჩვენი ახალწვეულები. გიიომ მარშანი და ჩვენი ორი ქართველი დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე შეუერთდნენ სამზადისს პროფესიონალ ჯგუფთან ერთად! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - წერს "ლიონის" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი. 

ტოპ 14-ის ახალი სეზონი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას დაიწყება. "ლიონი" პირველ ტურში 5 სექტემბერს "კლერმონს" უმასპინძლებს. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)