სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"სტად ფრანსემ" თბილისის "ხვამლის" და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ბურჯი სერგო აბრამიშვილი წარადგინა. 17 წლის პირველხაზელს პარიზულმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ოფიციალურ ვებგვერდზე სტატიაც მიუძღვნა.
დედაქალაქული კლუბი მოხარულია, რომ მათ ესპუარებს ნიჭიერი პირველხაზელი შეემატა. ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ "სტად ფრანსესთან" კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და მომდევნო სამ სეზონს პარიზში გაატარებს. სპორტული მოღვაწეობის პარალელურად, სერგო სექტემბრიდან ჩაერთვება ფრანგული ენის სწავლებაში.
"სერგო არის ქართული რაგბის იმედი და ამიერიდან, "სტად ფრანსეს" იმედიცაა. გარდა იმისა, რომ ის ძლიერია შერკინებაში, მას აქვს ბურჯისთვის ძალიან კარგი ათლეტური პოტენციალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ სხვადასხვა უნარების მქონე მოთამაშეები, რომლებიც თავიანთი თამაშით კულტურით დამატებით ღირებულებებს შესძენენ ჩვენს კლუბს", - განაცხადა "სტად ფრანსეს" ესპუარების მწვრთნელმა ბორის ბუჰრუამ.
მორაგბის პროფილი:
სახელი/გვარი: სერგო აბრამიშვილი
პოზიცია: მარცხენა ბურჯი
ყოფილი კლუბი: "ხვამლი" (თბილისი)
აღმზრდელი კლუბი: "ხვამლი" (თბილისი)
დაბადების თარიღი: 2003 წლის 20 ნოემბერი (17 წლის)
პარიზული კლუბი სერგო წარმატებულ კარიერას უსურვებს "სტად ფრანსესთან" ერთად.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.