სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ავსტრალიის ნაკრების ხელმძღვანელობამ სამი მორაგბე შინაგანაწესის დარღვევის გამო დასაჯა და ახალ ზელანდიასთან 7 აგვისტოს გასამართი მატჩის წინ, ნაკრებიდან დაითხოვა.
შაბათს ღამით, მაშინ, როდესაც "ვოლაბების" სხვა მორაგბეებს ეძინათ, მარიკა კოროიბეტე, იზი ნაისარანი და პონე ფა'ამაუსილი "კომენდანტის საათის" ამოქმედებიდან ორი საათის განმავლობაში ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმევდნენ.
მომხდარით იმედგაცრუებული დარჩა "ვოლაბების" მთავარი მწვრთნელი დეივ რენი, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრიომ ამ საქციელით მთელ გუნდს დააღალატა.
"ჩვენ გვყავს დიდი გუნდი, ფართო 42-კაციანი შემადგენლობა. 39 მორაგბე მიხვდა, რომ ეს შეკრება მნიშვნელოვანია და ისინი ლუდს მშვიდად სვამდნენ, ხოლო სამ მოთამაშეს დისციპლინა არ აღმოაჩნდა.
ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეკრება და ახალ ზელანდიასთან მატჩი. ჩვენ ყველამ მაქსიმალური უნდა გავიღოთ, რომ "ოლ ბლექსთან" მატჩში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. სამწუხაროდ, მათი ეს ქცევა არ შეესაბამება იმ მიდგომას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ და გულწრფელად რომ ვთქვა, მორაგბეების დიდი ნაწილი საკმაოდ გაბრაზებულნი არიან სამი თანაგუნდელის ამ ქცევით.
საქმე იმაში არ არის, თუ რამდენად ნასვამები იყვნენ ისინი. აქ მთავარი ის გახლავთ, რომ ამ მორაგბეებმა დაარღვიეს შინაგანაწესი და გააგრძელეს ალკოჰოლური სასმელების მიღება იმ დროის მიღმა, რაც განსაზღვრული იყო. როდესაც ყველას უნდა დაეძინა, ეს სამი ბიჭი ავიდა ზემოთ და ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ალკოჰოლის განაგრძო", - განაცხადა რენიმ.
ამრიგად, ზემოხსენებული სამი მორაგბე 7 აგვისტოს "ოლ ბლექსთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს, თუმცა როგორც ცნობილია, მათი ავსტრალიაში დაბრუნება არ იგეგმება და ისინი მომდევნო მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.