რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, შავი ლომის მორაგბეებს საქართველოს ჩემპიონატში თამაშიც შეეძლებათ

რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, შავი ლომის მორაგბეებს საქართველოს ჩემპიონატში თამაშიც შეეძლებათ

საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებულ კაცთა ლიგის შეჯიბრებებში მონაწილე კლუბების (გუნდების) საყურადღებოდ!
 
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 2021 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა ლიგების შეჯიბრებებში მონაწილე კლუბებს (გუნდებს) უფლება აქვთ  ფრენჩაიზის “შავი ლომი”-ს წევრი მორაგბეები დაარეგისტრირონ 2021-2022 წლის საშეჯიბრო განაცხადში.

კლუბს (გუნდს) უფლება აქვს დაარეგისტრიროს ფრენჩაიზის “შავი ლომი”-ს არაუმეტეს 4 მორაგბე.

“შავი ლომი”-ს წევრი მორაგბეების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ზაფხულის სატრანსფერო პერიდოში (არაუგვიანეს 2021 წლის 16 აგვისტოსი).
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტში  კლუბის (გუნდის) და მორაგბის ერთობლივი განცხადების წარდგენით.

Rugby.Ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)