სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გასამართი გადამწყვეტი, მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
წინა წაგებული მატჩის შემდეგ, გეთლენდმა "ლომების" სასტარტო თხუთმეტეულში ექვსი ცვლილება განახორციელა, ორი შერკინებაში და ოთხი უკანა ხაზში. შერკინებაში ორივე ცვლილება პირველ ხაზში მოხდა - მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მაკო ვუნიპოლა უინ ჯონსმა შეცვალა, ხოლო კვაჭის ამპლუაში ლუკ ქუან-დიქის მაგივრად კენ ოუენსს ვიხილავთ. ცხრა ნომრის პოზიციაზე ქონორ მარი ალი პრაისმა ჩაანაცვლა, შუამარბ კრის ჰარისს ბანდი აკი ამჯობინა, ფრთაზე ენტონი უოტსონის ნაცვლად ტურნეს საუკეთესო მელელოვეს ჯოშ ადამსს ვიხილავთ, ხოლო ფულბექის პოზიციაზე სტიუარტ ჰოგს ენტონი უოტსონი შეცვლის.
ტურნეს გადამწყვეტ მატჩში "ლომების" სასტარტო თხუთმეტეულში ექვსი მორაგბე უელსელია, ოთხი ირლანდიელია, სამი ინგლისელია, ორი კი შოტლანდიელია.
"ლომების" შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან გადამწყვეტი მატჩისთვის ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ლიამ უილიამსი, 14. ჯოშ ადამსი, 13. რობი ჰენშოუ, 12. ბანდი აკი, 11. დუჰან ვან დერ მერვე, 10. დენ ბიგარი, 9. ალი პრაისი;
შერკინება
1. უინ ჯონსი, 2. კენ ოუენსი, 3. ტად ფარლონგი, 4. მარო იტოჯე, 5. ალან უინ ჯონსი (კაპიტანი), 6. ქორთნი ლოუსი, 7. ტომ ქარი, 8. ჯეიკ კონანი;
მარქაფა
16. ლუკ ქოუან-დიქი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კაილ სინკლერი, 19. ადამ ბერდი, 20. სემ საიმონდსი, 21. ქონორ მარი, 22. ოუენ ფარელი, 23. ელიოტ დეილი.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების გადამწყვეტი მატჩი 7 აგვისტოს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.