სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან მესამე, გადამწყვეტი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
წინა მატჩის შემდეგ, "სპრინგბოკსის" შემადგენლობაში ორი ცვლილებაა - ერთი ხაზში და ერთი შერკინებაში. ცხრა ნომრის პოზიციაზე ფაფ დე კლერკის ნაცვლად კობუს რეინახი ითამაშებს, ხოლო ტრავმირებული მესამეხაზელის მაგივრად სასტარტო თხუთმეტეულში მეორეხაზელი ლუდ დე იახერი გამოჩნდა. იახერი მეორე ხაზში იასპარეზებს, ხოლო მღლეტელის პოზიციას ასევე მეორეხაზელი ფრანკო მოსტერტი დაიკავებს.
როგორც ჩანს, 100%-ით გამომჯობინება ვერ მოასწრო დუეინ ვერმულენმა, რომელიც "სპრინგბოკსს" კვირას შეუერთდა, თუმცა საბოლოო ჯამში "ლომებთან" გადამწყვეტი მატჩისთვის 23-კაციან ვერ მოხვდა. მარქაფაში გამოჩნდნენ მესამეხაზელი კვაგა სმიტი და გამოცდილი მგეზავი მორნი სტეინი.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობა "ლომებთან" გადამწყვეტი მატჩისთვის ასეთია:
უკანა ხაზი
15. ვილი ლე რუ, 14. ჩესლინ კოლბი, 13. ლუქანიო ამი, 12. დამიან დე ალენდე, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 10 ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი;
შერკინება
1. სტივენ კიტსჰოფი, 2. მბონგი მბონამბი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. ებენ ეთზებეტი, 5. ლუდ დე იახერი, 6. სია კოლისი (კაპიტანი), 7. ფრანკო მოსტერტი, 8. იასპერ ვიზე;
მარქაფა
16. მალკოლმ მარქსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. ვინსენტ კოხი, 19. მარკო ვან სტადენი, 20. კვაგა სმიტი, 21. ჰერშელ იანტისი, 22. მორნი სტეინი, 23. დამიან უილემსე.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების გადამწყვეტი მატჩი 7 აგვისტოს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.