ბრივმა ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე დაიმატა

ბრივმა ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე დაიმატა

"ბრივმა" ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების შუამარბი ხუან მანუელ ალონსო დაიმატა.

19 წლის მორაგბე "პენიაროლში" ასპარეზობდა, რომელიც სუპერ ლიგა ამერიკანაში მონაწილეობს. ახალგაზრდა უკანახაზელმა ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში სამხრეთ აფრიკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, თავი კარგად წარმოაჩინა და შესაბამისად, "ბრივმა" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ის თავდაპირველად ესპუარებში გაირჯება. 

ალონსოს გარდა, "ბრივმა" სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან კიდევ ერთი მორაგბე დაიმატა - "აჟენის" 25 წლის კოლუმბიელი მეორეხაზელი ანდრეს ზაფრა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)