ლევან ცაბაძის სლავამ რუსეთის ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება

ლევან ცაბაძის სლავამ რუსეთის ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება

რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ლევან ცაბაძის გაწვრთნილი მოსკოვის "სლავა" საკუთარ მოედანზე მოქმედ ვიცე-ჩემპიონ პენზას "ლოკომოტივს" დაუხვდა და 22:18 სძლია.

მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი ნიკოლოზ ჩუმაშვილი და ფულბექი ირაკლი სვანიძე, პენზელთა სასტარტო თხუთმეტეულში კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე ვიხილეთ, ღერძი რევაზ ბროძელი კი თამაშში შეცვლიდან ჩაერთო.

მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს და შესაბამისად, ბონუსით იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე პენზელები სერგეი იანუშკინის ზუსტად შესრულებული 6 ჯარიმით 10:18 იგებდნენ, თუმცა დასკვნით 5 წუთში ლევან ცაბაძის შეგირდებმა ორი ლელო გაიტანეს და აქტივში 5 ქულა ჩაიწერეს, ხოლო სტუმრებს მცირე სხვაობით მარცხისთვის ერთი ქულა ერგოთ. "სლავას" ორიდან ორი მოგება აქვს და ცხრა ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

სეზონი ცუდად დაიწყო "კრასნი იარმა", რომელიც პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ვვა-პადმასკოვიესთან" მარცხის შემდეგ, შინ ყაზანის "სტრელასთან" 13:26 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი რობერტ სუთიძე და შუამარბი გიორგი ფრუიძე.

ქართველების გარეშე მოასპარეზე "ენისეიმ" გასვლაზე უმაღლესში აღზევებულ "დინამო" დიდი ანგარიშით 66:6 დაამარცხა, ხოლო მოსკოვის ცსკამ "როსტოვს" შინ 28:0 სძლია.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"