სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 7-ქალა რაგბის ტურნირი ახალი ზელანდიის ტრიუმფით დასრულდა.
ტურნირის დასკვნით სათამაშო დღეს ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. დრამატული გამოდგა ახალი ზელანდიის და ფიჯის დაპირისპირება. ბოლო წუთისთვის ფრე იყო, რა დროსაც"შავმა გვიმრებმა" ლელო გაიტანეს და გამარჯვებისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ ფიჯელებმა გაწითლებულ დროში საპასუხო ლელო მიითვალეს და ძირითადი დრო ფრედ 17:17 დასრულდა, დამატებით დროში კი ახალზელანდიელებმა გადამწყვეტი ლელო დადეს, 22:17 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთმა დიდი ბრიტანეთი გაცილებით იოლად 26:19 დაამარცხა.
ფინალურ მატჩში ახალმა ზელანდიამ გაცილებით მარტივად იმარჯვა, ვიდრე ნახევარფინალში. "შავმა გვიმრებმა" ფრანგი გოგონები 26:12 დაამარცხეს და ოლიმპიური ოქროს მფლობელები გახდნენ. მე-3 ადგილისთვის მატჩში კი ფიჯიმ დიდ ბრიტანეთს 21:12 სძლია და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
მე-5 ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, რომელმაც ჯერ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 35:7 დაამარცხა, შემდეგ კი აშშ-ს 17:7 სძლია. მე-7 ადგილი კი ჩინეთმა დაისაკუთრა, რომელმაც აშშ-სთან 14:33 მარცხის შემდეგ, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს 22:10 მოუგო. კანადამ მე-9 ადგილისთვის მატჩში კენიას 24:10 აჯობა, ხოლო მე-11 ადგილისთვის შეხვედრაში ბრაზილიამ მასპინძელ იაპონიას 21:12 სძლია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.