სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ნოვოკუზნეცკის "მეტალურგის" მესამეხაზელი ნიკოლოზ სუხაშვილი რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. რუსულენოვანი პორტალის Rugger.Info-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, სუხაშვილმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და მეორე ადგილოსან ლეიტონ ეკსტინს ("კრასნი იარი") დამაჯერებლად აჯობა.
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სუხაშვილმა "მეტალურგს" შინ "სტრელასთან" დრამატულ მატჩში მოაგებინა. მატჩისთვის განკუთვნილი 80 წუთი ისე ამოიწურა, რომ ანგარიში ფრე 20:20 იყო. დროის ამოწურვის შემდეგ, "მეტალურგი" მთელი ძალებით უტევდა, ხოლო ყაზანელები ყველანაირად ცდილობდნენ თავის დაცვას, მათ რამდენჯერმე ამის გაკეთება წესების დარღვევის ხარჯზე მოახერხეს, თუმცა საბოლოო ჯამში მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და გაწითლებული დროის მეათე წუთზე, ანუ მატჩი 90-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხეს - გამარჯვების ლელო ქართველმა მესამეხაზელმა ნიკოლოზ სუხაშვილმა მიითვალა, რომელიც წინა სეზონის რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.