უელსის ნაკრების მესამეხაზელი შემოდგომის ტესტებს გამოტოვებს

უელსის ნაკრების მესამეხაზელი შემოდგომის ტესტებს გამოტოვებს

უელსის ნაკრების და "ოსპრისის" მესამეხაზელმა ჯასტინ ტიპურიკმა, შესაძლოა, 2021 წელს ვეღარ ითამაშოს. 

30 წლის მორკინალმა მხრის მძიმე ტრავმა 26 ივნისს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების და იაპონიის ნაკრების მატჩში მიიღო, რის გამოც "ლომების" სამხრეთაფრიკული ტურნის გამოტოვება მოუწია, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის ახალი "რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის" პირველ ნახევარს და შემდგომის ტესტებსაც გამოტოვებს.

უელსური პრესის ცნობით, ტიპურიკმა ყველაზე კარგ შემთხვევაში, შესაძლოა, დეკემბრის ბოლოს შეძლოს მოედანზე გასვლა. ჯასტინს უელსის ნაკრების რიგებში 85-ჯერ უთამაშია და 10 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო "ოსპრისის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 186 მატჩში 31 ლელო მიითვალა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)