ტულონმა ხუთი თინეიჯერი მორაგბე გაიფორმა

ტულონმა ხუთი თინეიჯერი მორაგბე გაიფორმა

ცნობილი ფრანგული გამოცემა Allrugby.Com იუწყება, რომ "ტულონმა" ხუთი თინეიჯერი მორაგბე გაიფორმა. 

მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ხმელთაშუა ზღვისპირელებმა "ნიცადან" 18 წლის ჩეხი შუამარბი ჟინდრიჩ კულჰავი დაიმატეს. ამ მომენტისთვის მეტი ჩეხი მორაგბე ტოპ 14-ის კლუბებში არ ირიცხება. 

ლუკჰავის გარდა, "ტულონმა" იტალიური "ბენეტონიდან" 18 წლის ჰავბექი სებასტიანო ბატარა გაიფორმა, ხოლო დანარჩენი სამი ახალწვეული ფრანგია - ფედერალ 1-ის "სენ ჟან-დე-ლუზის" 18 წლის ბურჯი პანჩოა არიბილაგა, "ორიაკის" 17 წლის ფულბექი ნათან აზაისი და ფედერალ 2-ის "სორგესის" 18 წლის ფულბექი დილან შანტრო. თავდაპირველად, ეს მორაგბეები ესპუარებში გაირჯებიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თავს კარგად წარმოაჩენენ, ძირითად გუნდში დაწინაურების შესაძლებლობა ექნებათ.

იმავე "ტულონიდან" "ნიცას" მიაშურა 20 წლის მესამეხაზელმა ნიკოლა დავისომ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)