სამხრეთ აფრიკის ნაკრების მგეზავი კარიერას იაპონიაში განაგრძობს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მგეზავი კარიერას იაპონიაში განაგრძობს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მგეზავი ელტონ იანტისი ფრანგულ "პოს" დატოვებს და კარიერას იაპონიაში, კონკრეტულად კი "რედ ჰარიქეინსში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია იაპონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

30 წლის მგეზავი, რომელსაც სამხრეთ აფრიკის ნაკრების კვართით 39-ჯერ უთამაშია, "პოს" 2020/2021 წლების სეზონის მიწურულს "ლაიონსიდან" შეუერდა და 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, თუმცა მხარეებს შორის თანამშრომლობის გახანგრძლივება არ მოხდა და ელტონმა გეზი იაპონიისკენ აიღო.

"რედ ჰარიქეინსმა" 2021 წლის იაპონიის ჩემპიონატის რვაგუნდიან "თეთრ ჯგუფში" მესამე ადგილი დაიკავა, მერვედფინალში "ჰონდა ჰითსი" 21:13 დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში "ტოიოტა ვერბლიცთან" 29:33 წააგო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)