სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 7-ქალა რაგბის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები და პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართა.
A ჯგუფის ბოლო ტურში ახალმა ზელანდიამ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 33:0 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა კენიას 31:0 სძლია და მეორე პოზიცია დაიკავა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი კი ორ საუკეთესო მეორე ადგილოსანს შორის მოხვდა და პლეი-ოფში გავიდა.
B ჯგუფში საფრანგეთმა კანადა იოლად 31:0 დაამარცხა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა, ფიჯიმ კი ბრაზილიას დიდი ანგარიში 41:5 აჯობა და მეორე საფეხური დაიკავა. კანადამ მესამე ადგილოსნებს შორის უარესი შედეგი აჩვენა და მეოთხედფინალში ვერ გავიდა.
C ჯგუფში 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრალია აშშ-სთან 12:14 დამარცხდა, ხოლო ჩინეთმა იაპონიას 29:0 აჯობა და საუკეთესო მესამე ადგილოსნის სტატუსით მეოთხედფინალში გააღწია.
პლეი-ოფის პირველ მატჩებში მოქმედი ჩემპიონი ავსტრალია ფიჯისთან 12:14 დამარცხდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა, შესაბამისად 7-ქალას ახალი ოლიმპიური ჩემპიონი ეყოლება. ახალი ზელანდია კვლავ რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს შეხვდა და ამჯერად უფრო დიდი ანგარიშით 36:0 აჯობა, დიდმა ბრიტანეთმა აშშ 21:12 დაამარცხა, ხოლო საფრანგეთმა ჩინეთს 24:10 სძლია. 9-12 ადგილებისთვის მატჩში კანადამ ბრაზილია 45:0 გაანადგურა, კენიამ კი იაპონიას 21:17 მოუგო.
ხვალ 7-ქალას დასკვნითი სათამაშო დღე გაიმართება. თბილისის დროით დილის 04:00 საათზე მე-11 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და ბრაზილია შეერკინებიან, ნახევარ საათში კი მე-9 ადგილისთვის რკენაში კანადა და კენია მოსინჯავენ ძალებს.
ამის შემდეგ, 5-8 ადგილებისთვის მატჩში 05:00 საათზე ავსტრალია რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს შეხვდება, ნახევარ საათში კი აშშ-ის და ჩინეთის ჯახს ვიხილავთ. 06:00 საათზე პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგება, რომელშიც ფიჯი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება და "შავ გვიმრებს" შანსი ექნებათ, რომ 7-კაცას ფინალში განცდილი მარცხისთვის ფიჯელებს რევანში აუღონ. 06:30 საათზე მეორე ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთი საფრანგეთს ეთამაშება.
ფინალური ბლოკი 11:30 საათზე დაიწყება. ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი 12:30 გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება. 
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.