7-ქალა, ოლიმპიადა - პირველ დღეს უდანაკარგოდ ოთხმა ნაკრებმა იასპარეზა

7-ქალა, ოლიმპიადა - პირველ დღეს უდანაკარგოდ ოთხმა ნაკრებმა იასპარეზა

დღეს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 7-ქალა რაგბის შეჯიბრმაც აიღო სტარტი, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობს.

პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის ორი ტურის მატჩები გაიმართა. 

A ჯგუფს ახალი ზელანდიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც პირველ ტურში კენიას 29:7 აჯობა, ხოლო მთავარ კონკურენტ დიდ ბრიტანეთს 26:21 აჯობა. დიდმა ბრიტანეთმა მეორე მატჩში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დაამარცხა, თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა. პირველი ტაიმი ბრიტანელთა გამარჯვებით 7:5 დასრულდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე რუსებმა გარდასახული ლელო გაიტანეს და ხუთი ქულით გავიდნენ წინ, ბრიტანელებმა გამარჯვების მომტანი გარდასახული ლელო გაწითლებულ დროში გაიტანეს და 14:12 იმარჯვეს. რუსმა გოგონებმა მეორე მატჩში კენია დიდი სხვაობით 35:12 დაამარცხეს. 

B ჯგუფს ორიდან ორი გამარჯვებით საფრანგეთი ჩაუდგა სათავეში. ფრანგებმა პირველ მატჩში ფიჯი მძიმე ბრძოლაში 12:5 დაამარცხეს, ხოლო ბრაზილიას იოლად 40:5 სძლიეს. ფიჯელებმა მეორე მატჩში კანადას 26:12 აჯობეს, ხოლო კანადამ ბრაზილიას 33:0 სძლია. 

C ჯგუფში ორხელისუფლებიანობაა. ავსტრალიამ ჩინეთს 26:10 მოუგო, იაპონია კი 48:0 გაანადგურა. აშშ-მა ჩინეთს 28:14 აჯობა, ხოლო იაპონიას 17:7 სძლია.

ხვალ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, შემდეგ კი პლეი-ოფების პირველი მატჩები შედგება, ხოლო ზეგ 31 ივლისს ფინალურ ბლოკს ვიხილავთ და მედლების მფლობელები გამოვლინდებიან. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)