ნიკოლოზ სუხაშვილმა რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამარჯვების ლელო 90-ე წუთზე გაიტანა (VIDEO)

ნიკოლოზ სუხაშვილმა რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამარჯვების ლელო 90-ე წუთზე გაიტანა (VIDEO)

რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ნოვოკუზნეცკის "მეტალურგი" შინ ყაზანის "სტრელას" დაუხვდა და დრამატულ მატჩში 25:20 იმარჯვა.

მასპინძელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მიხეილ რატიაშვილი, მამუკა ხეჩიკოვი, ვლადიმერ გოგოლიძე და ნიკოლოზ სუხაშვილი, ხოლო მიხეილ ფსუტური თამაშში შეცვლიდან ჩაერთო.

მატჩისთვის განკუთვნილი 80 წუთი ისე ამოიწურა, რომ ანგარიში ფრე 20:20 იყო. დროის ამოწურვის შემდეგ, "მეტალურგი" მთელი ძალებით უწევდა, ხოლო ყაზანელები ყველანაირად ცდილობდნენ თავის დაცვას, მათ რამდენჯერმე ამის გაკეთება წესების დარღვევის ხარჯზე მოახერხეს, თუმცა საბოლოო ჯამში მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და გაწითლებული დროის მეათე წუთზე, ანუ მატჩი 90-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხეს - გამარჯვების ლელო ქართველმა მესამეხაზელმა ნიკოლოზ სუხაშვილმა მიითვალა, რომელიც წინა სეზონის რუსეთის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. 

პირველი ტურის დასკვნით მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა "ენისეიმ" გასვლაზე უმაღლესში აღზევებული "როსტოვი" დიდი ანგარიშით 57:6 დაამარცხა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)