სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფიჯის 7-კაცა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ოლიმპიადის მოგება მოახერხა! 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში მოპოვებული ოქროს მედლების შემდეგ, "მფრინავმა ფიჯელებმა" მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იასპარეს, ტიტული დაიცვეს და ქვეყანას კვლავ ოქროს მედლები მოუპოვეს.
ფიჯელებმა ჯგუფურ ეტაპზე იაპონია (24:19), კანადა (28:14) და დიდი ბრიტანეთი (33:7) დაამარცხეს, მეოთხედფინალში ავსტრალიას იოლად 19:0 სძლიეს, ნახევარფინალში არგენტინას 26:14 სძლიეს, ხოლო ფინალურ მატჩში ახალ ზელანდიას 27:12 აჯობეს. "მფრინავმა ფიჯელებმა" ფინალურ მატჩში თავიდანვე უპირატესობა მოიპოვეს და ორი ლელო მიითვალეს, შემდეგ კი "კივებმაც" გაიბრძოლეს და ტაიმი 19:12 დასრულდა, მეორე ნახევარში კი ფიჯიმ უპირატესობა განიმტკიცა და კიდევ ორი უპასუხო ლელო გაიტანა.
ამრიგად, ფიჯის 7-კაცა ნაკრებმა ფიჯელთა ოლიმპიური დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა და ამ მომენტისთვის, ისინი ოლიმპიური მედლების საერთო რეიტინგში 28-ე ადგილზე იმყოფებიან.
აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინამ დიდი ბრიტანეთი 17:12 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, რაც "პუმებისთვის" ისტორიული შედეგია. აღსანიშნავია, რომ ეს მედალი არგენტინელთა დელეგაციისთვისაც პირველი გამოდგა და ისინი საერთო რეიტინგში 56-ე პოზიციას იკავებენ.
ხვალ 7-ქალა რაგბის ოლიმპიური ტურნირი აიღებს სტარტს, რომელიც 31 ივლისამდე გაგრძელდება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.