ბიარიცმა 21 წლის ქართველი მეორეხაზელი დაიმატა

ბიარიცმა 21 წლის ქართველი მეორეხაზელი დაიმატა

"მასის" 21 წლის ქართველი მეორეხაზელი დავით გვიდიანი კარიერას ტოპ 14-ში დაბრუნებულ "ბიარიცში" განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com ავრცელებს.

თავდაპირველად, ახალგაზრდა მხტომელი ბასკური კლუბის ესპუარებში იასპარეზებს.

გვიდიანი 2019 წელს მარნეულის "არმაზიდან" "ორიაკში" გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი კლუბი შეიცვალა და "მასის" მიაშურა, სადაც ამ დრომდე ასპარეზობდა. 

შეგახსენებთ, რომ "ბიარიცის" რიგებში კიდევ ხუთი ქართველი მორაგბე ასპარეზობს: ბურჯები გიორგი ნუცუბიძე, ვახტანგ ახობაძე, უშანგი ჭეიშვილი, ლუკა აზარიაშვილი და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)