სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რამდენიმე დღის წინ, ახალზელანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - აშშ-ის ნაკრები 23 ოქტომბერს ვაშინგტონში, "ფედექს სთედიუმზე", რომელიც 82000 გულშემატკივარს იტევს, ახალი ზელანდიის ნაკრებს უმასპინძლებს.
New Zealand Herald-ის ცნობით, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი აღნიშნული ტესტ-მატჩის სანაცვლოდ დაახლოებით 2-3 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
ცნობისთვის, აშშ-ის და ახალი ზელანდიის ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს 2014 წელს ჩიკაგოში შეხვდნენ და "ოლ ბლექსმა" დიდი სხვაობით 74:6 იმარჯვა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ აშშ 30 ოქტომბერს ლას ვეგასში ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო ახალ ზელანდიას ოთხი მატჩი აქვს დადასტურებული - 30 ოქტომბერს კარდიფში უელსს ესტუმრებიან, 6 ნოემბერს იტალიას ეწვევიან, 13-ში დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 20-ში "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთს ეთამაშებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.