სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბის შეჯიბრმაც აიღო სტარტი, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობს.
ტურნირი მასპინძელი იაპონიის და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის ფიჯის ნაკრებების თამაშით დაიწყო. იაპონელებმა ფავორიტ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობას გაუწიეს და ტაიმი 14:12 მოუგეს, მეორე ნახევარშიც პირველი ლელოც დადეს და შვიდი ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ბოლოსკენ ფიჯელებმა ორი ლელო გაიტანეს და 24:19 იმარჯვეს. ამავე ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩში დიდმა ბრიტანეთმა კანადა 24:0 დაამარცხა.
მეორე ტურში ფიჯიმ კანადამ 28:14 დაამარცხა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა იაპონია უშანსოდ 34:0 აჯობა. ხვალ ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები და აუტსაიდერები ეთამაშებიან, შემდეგ კი პლეი-ოფები დაიწყება, რომელიც ხვალ დღის მეორე ნახევარში და ზეგ გაიმართება. 
იაპონია - ფიჯი 19:24
დიდი ბრიტანეთი - კანადა 24:0
აქვე იხილეთ - რაგბი 7-ის ოლიმპიადის სრული განრიგი
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.