სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ინგლისის ნაკრების დაცვის მწვრთნელი ჯონ მიტჩელი "უოსპსის" სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია "ბზიკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
57 წლის სპეციალისტმა ინგლისური კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა "უოსპსის" მთავარი მწვრთნელი ლი ბლეკეტი, რომელსაც იმედი აქვს, რომ მიტჩელის შთამბეჭდავი გამოცდილება "ბზიკებს" დიდ ცოდნას შესძენს და ეს ყველაფერი მათ თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ მიტჩელისთვის "უოსპსი" უცხო გუნდი არ გახლავთ, რადგან 1999-2000 წლებში ამ გუნდის რიგებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
მიტჩელმა სამწვრთნელო კარიერა 1994 წელს დაიწყო. ინგლისის ნაკრების გარდა, მას უმუშავია ირლანდიის ნაკრების მორკინალების მწვრთნელად (1996 წელს), 2001-2003 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მისი ხელმძღვანელობით "ოლ ბლექსმა" 2003 წლის მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2016-2017 წლებში აშშ-ის ნაკრებს ხელმძღვანელობდა. საკლუბო დონეზე კი ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიცაა: "ჩიფსი", "ვესტერნ ფორსი", "ლაიონსი", "სეილ შარქსი" და "ბულზი".
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.