სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მოსკოვის ცსკა შინ თანაქალაქელ "სლავას" დაუხვდა და 13:24 დამარცხდა.
ლევან ცაბაძის გაწვრთნილი "სლავას" რიგებში სამ ქართველ მორაგბეს ჰქონდა დებიუტი. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჰავბექი სანდრო ნახუცრიშვილი და ფულბექი ირაკლი სვანიძე, ხოლო მარჯვენა ბურჯი ნიკა ჩუმაშვილი მინდორზე შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ.
"სლავას" გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ქართველმა მორაგბეებმა იქონიეს - 42-ე წუთზე ირაკლი სვანიძე საკუთარ 22-ში მეტოქის მიერ ფეხით შეცურებულ ბურთს დაეუფლა, რის შემდეგაც დაახლოებით 70 მეტრი გაირბინა და ნახტომში მშვენიერი ლელო მიითვალა, ხოლო სამ წუთში ბურჯების ეფექტური კომბინაცია ნიკა ჩუმაშვილმა დაასრულა ლელოთი.
სეზონის გახსნითი მატჩი შაბათს პენზაში შედგა, სადაც ვიცე-ჩემპიონი "ლოკომოტივი" უმაღლესში აღზევებულ "დინამოს" დაუხვდა და დიდი სხვაობით 59:19 აჯობა. პენზელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მარჯვენა ბურჯი ტარიელ დონაძე, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი და შუამარბი ნიკოლოზ ცირეკიძე.
ირაკლი სვანიძის ლელო
ნიკა ჩუმაშვილის ლელო
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.